გააფორმეთ შეკვეთები და მიიღეთ მისამართზე. ყველა ბრენდი 100% ორიგინალია!

თბილისის მასშტაბით პროდუქციის მიწოდებას ახორციელებენ ჩვენი კომპანიის კურიერები, ხოლო რეგიონებში მიწოდების სერვისს უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორი ფოსტა.

თბილისში მიწოდება - უმეტეს შემთხვევაში ხდება, შეკვეთიდან 24 საათის განმავლობაში.  მიწოდების საფასური რეგულირდება გაფორმებული შეკვეთის რაოდენობიდან გამომდინარე. 45 ლარის ზევით შეკვეთაზე თბილისში მიწოდება არის უფასო.

45 ლარამდე შესაძლოა იყოს: 3.6 ლარი, ან 2.9 ლარი (გამომდინარე შეკვეთის რაოდენობიდან). შეკვეთის გაფორმებისას სისტემა თავად დაგიწერთ მიწოდების საფასურს და მიწოდების სავარაუდო თარიღს.

რეგიონებში მიწოდება - უმეტეს შემთხვევაში ხდება, შეკვეთიდან 48 საათის განმავლობაში. რეგიონებში მიწოდების საფასური შეადგენს 6 ლარს.

თბილისის ოფისიდან გატანა - უმეტეს შემთხვევაში შეკვეთა გამზადებულია 24 საათის განმავლობაში. ოფისიდან გატანა არის უფასო, ეს სერვისი შეგიძლიათ მიუთითოთ შეკვეთის გაფორმებისას. იმ შემთხვევაში თუ შეკვეთის გაფორმებისას აირჩევთ ოფისდან გატანას, აუცილებელია რომ გადახდა მოხდეს მხოლოდ ონლაინ, საბანკო ბარათის გამოყენებით. ოფისში ხელზე თანხის გადახდა, არ არის შესაძლებელი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი შეკვეთა გამოგზავნამდე გადის დეტალურ შემოწმებას, ასე რომ ნებისმიერი ვიზუალური დეფექტი პროდუქტზე პრაქტიკულად გამორიცხულია. მიუხედავად ამისა, შეკვეთის მიღებისას გთხოვთ კარგად შეამოწმოთ მიღებული შეკვეთა (გახსენით შეფუთვა და შეამოწმეთ პროდუქტები) და მხოლოდ ამის შემდეგ მოახდინოთ ანგარიშსწორება კურიერთან.

ნებისმიერი პრობლემის ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ჩვენთან დაკავშირება (ამ ნომერზე 579 430 530) კურიერის გაშვებამდე. 
იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციის შეცვლის (ან სხვა ნებისმიერი პრეტენზიით) მოთხოვნით ჩვენთან დაკავშირება მოხდება კურიერის გაშვების შემდეგ, მაშინ შესაცვლელი პროდუქტი მოგაქვს თავად ფუფალას ოფისში. 

გადახდის პირობები - ანგარიშსწორება შესაძლებელია, როგორც ონლაინ (საბანკო ბარათების გამოყენებით) ასევე ნაღდზე კურიერთან, როდესაც მიიღებთ თქვენს მიერ გაფორმებულ შეკვეთას.  ონლაინ გადახდას უზრუნველყოფს ბანკი „ქართუს“ ონლაინ გადახდების სისტემა.


ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 579 430 530, ან მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე: info@fufala.ge, ჩვენ ვზრუნავთ თქვენ დროზე და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ შეკვეთილი პროდუქცია მიიღოთ რაც შეიძლება სწრაფად და გარანტირებულად. 

სასიამოვნო შოპინგს გისურვებთ და გმადლობთ რომ გვენდობით.