გააფორმეთ შეკვეთები და მიიღეთ მისამართზე. ყველა ბრენდი 100% ორიგინალია!
MALU WILZ
MALU WILZ - სახის კანის მოვლისა და დეკორატიული კოსმეტიკის გერმანული პრემიუმ კლასის ბრენდი, რომელიც გთავაზობთ მაღალი დონის პროფესიონალურ პროდუქციას. მალუ ვილცის სახის კანის სერია ხელს უწყობს სახის კანის რეგენერაციას უჯრედის დონეზე, ხოლო დეკორატიული კოსმეტიკის ექსკლუზიური ხაზი, პროფესიონალურად წარმოაჩენს თქვენს სილამაზეს. ეს არის პროფესიონალი კოსმეტოლოგების და ვიზაჟისტების რჩეული ბრენდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გაეცანით მალუ ვილცის პროდუქციას და აღმოაჩინეთ სახის კანის მოვლის საუკეთესო პროგრამა თქვენი სილამაზისა და სიჯანსაღისთვის. თქვენი სახის კანის საჭიროების შესაბამისად, შეგძლიათ შეარჩიოთ მოვლის, თქვენზე მორგებული, სრული პროგრამა. მალუ ვილცის პროდუქციის მაღალეფექტურობას განაპირობებს ისეთი კომპონენტები, როგორიც არის, მაგალითად, უმაღლესი ხარისხის ჰიალურონის მჟავების კომპლექსი, რომელიც ღრმად ატენიანებს კანს, ასევე წმინდა ოქროს ნაწილაკების შემცველი, რეგენრაციის კრემები. მალუ ვილცის დეკორატიული კოსმეტიკის ხაზი გთავაზობთ, როგორც კლასიკური, ისე უახლესი ტენედეციების ფერების პალიტრის და აქსესუარების ბალანსს, რომელიც იქმნება მსოფლიო მოდის მეგაპოლისების მიმართულებების გათვალისწინებით. მალუ ვილცის დეკორატიული კოსმეტიკა გამოირჩევა მოქმედების ხანგრძლივი ეფექტით, ოპტიმალურად ერგება კანის სხვადასხვა ტიპს და მარტივად გამოსაყენებელია მომხმარებლებისთვის. კოსმეტიკის სრული ასორტიმენტი დამზადებულია გერმანიაში, რაც განაპირობებს მის უმაღლეს ხარისხს.

კატეგორია

ბრენდი

მარაგშია

ფერი

მოცულობა

ფასი