გააფორმეთ შეკვეთები და მიიღეთ მისამართზე. ყველა ბრენდი 100% ორიგინალია!

ონლაინ მაღაზია FUFALA.GE - ის წესები და პიროებები

წესები შექმნილია იმისთვის, რომ ურთიერთობა მომხმარებელსა და ონლაინ მაღაზიას შორის იყოს მუდმივად პოზიტიური და სამართლიანი.

1. ზოგადი შეთანხმება
1.1. ტერმინები:

ონლაინ მაღაზია  – საიტი,რომელიც ეკუთვნის შპს „ფუფალა ჯი“  და განთავსებულია ინტერნეტში შემდეგ მისამართზე www.fufala.ge, სადაც წარმოდგენილია გამყიდველის მიერ გასაყიდი პროდუქცია, მიწოდების და გადახდის პირობები.
გამყიდველი  – შპს „ფუფალა ჯი“, ს/კ 402101916  მისამართი: ქ. თბილისი, ც. დადიანის #7, ოფისი 419 ა
პროდუქცია  – კოსმეტიკურ-პარფიუმერული პროდუქცია, რომელიც წარმოდგენილია გამყიდველის ონლაინ მაღაზიაში
მომხმარებელი – ფიზიკური პირი, რომელიც ყიდულობს პროდუქციას გამყიდველის ონლაინ მაღაზიაში, მხოლოდ საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის ან სხვა, გარდა სამეწარმეო საქმიანობისა.
შეკვეთა – ელექტრონული განაცხადი პროდუქციის შეძენაზე, რომელიც გაფორმდა ონლაინ მაღაზიის სისტემაში, მომხმარებლის მიერ.
საიტი – გამყიდველის ინფორმაციული რესურსი, რომელიც განთავსებულია ინტერნეტში შემდეგ მისამართზე: www.fufala.ge
პროდუქციის რეალიზაცია ონლაინ მაღაზიაში - გამყიდველის პროდუქციის გაყიდვა მომხმარებლისთვის, შეთანხმებული წესების და პირობების მიხედვით.
პირადი კაბინეტი  - ონლაინ მაღაზიის განყოფილება, რომელზე წვდომაც რეგისტრაციის შემდგომ ეხსნება მომხმარებელს. პირადი კაბინეტის საშუალებით მომხმარებელი მართავს თავის შეკვეთებს, პერსონალურ და საკონტაქტო მონაცემებს.
საკურიერო მომსახურება  – გამყიდველის ან მისი პარტნიორი კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის გაწერული მისამართზე შეკვეთის მიწოდების მომსახურება.
1.2. შეთანხმების საგანი:
1.2.1. წინამდებარე შეთანხმება წარმოადგენს გამყიდველის ონლაინ მაღაზიაში, მომხმარებლის მიერ ნებისიერი სახის ქმედების შესასრულების წესებს და პირობებს.
1.2.2. გამყიდველი ახდენს პროდუქციის რეალიზაციას საკუთარი ონლაინ მაღაზიის გამოყენებით, რომელიც მდებარეობს ინტერნეტში შემდეგ მისამართზე: www.fufala.ge
1.2.3. საიტზე შეკვეთის გაფორმების შემდეგ მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება, პროდუქციის გაყიდვის წესებს და პირობებს (შემდგომში წოდებული როგორც - პროდუქციის ყიდვა-გაყიდვის პირობები).
1.2.4. პროდუქციის ყიდვა-გაყიდვის წესები, ასევე პროდუქციის აღწერილობა, წარმოდგენილია საიტზე გამყიდველის მიერ.
1.2.5. შეთანხმება ძალაში შედის მას შემდეგ, როდესაც მომხმარებელი განათავსებს შეკვეთას საიტზე.


2. საიტზე რეგისტრაცია
2.1. საიტზე რეგისტრაცია ხდება მომხმარებლის მიერ დამოუკიდებლად, სადაც მიეთითება მომხმარებლის სახელი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, ან მონაცემები მომხმარებლის სოციალური ქსელებიდან.
2.2. გამყიდველი პასუხს არ აგებს, მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებულ მონაცემების სიზუსტეზე.
2.3. მომხმარებელი ვალდებულებას იღებს, რომ არავის გაანდოს საიტზე პირად კაბინეტში შესასვლელი პაროლი, რომელიც მან რეგისტრაციის პროცესში მიუთითა.
2.4. რეგისტრაცია საიტზე არის აუცილებელი, პროდუქციის შეკვეთის გაფორმების და მიღებისთვის.
 
3. შეკვეთის გაფორმება
3.1. საიტზე წარმოდგენილი პროდუქციის ფოტოები, არის მხოლოდ იმისთვის რომ მომხმარებელს წარმოდგენა შეექმნას სასურველ პროდუქციაზე. შესაძლებელია, რომ რომელიმე ფოტო არ შეესაბამებოდეს პროდუქციის რეალურ სახეს. ფერები რომელიც საიტზე პროდუქციაზეა მითითებული, შესაძლებელია არ შეესაბამებოდეს პროდუქტის რეალურ ფერს, სხვადასხვა კომპიუტერული მონიტორის ფერთა გადმოცემიდან გამომდინარე.
3.2. საიტზე პროდუქციასთან დართულ აღწერებში და მახასიათებლებში, შესაძლებელია იყოს დაშვებული შეცდომები. პროდუქციის შესახებ ინფორმაციის დასაზუსტებლად  მომხარებელი ვალდებულია დაუკავშირდეს ონლაინ მაღაზიის საკონტაქტო განყოფილებაში მითითებულ ცხელ ხაზს.
3.3. მომხმარებელს შეუძლია გააფორმოს შეკვეთა საიტზე დამოუკიდებლად, ან დაუკავშირდეს საკონტაქტო განყოფილებაში მითითებულ ცხელ ხაზს და მოითხოვოს დახმარება.
3.4. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ შეკვეთილი რომელიმე პროდუქცია გამყიდველის საწყობში არ იქნება, ეს უკანასკნელი იტოვებს უფლებას, რომ ამოიღოს კონკრეტული პროდუქცია მომხმარებლის შეკვეთიდან, ან გააუქმოს შეკვეთა (ამის შესახებ აცნობოს მას ტელეფონით, ან SMS შეტყობინების საშუალებით).
3.5. მომხმარებელს შეუძლია შეცვალოს თავისი შეკვეთის შემადგენლობა, სანამ შეკვეთის სტატუსის „დამუშავების პროცესში“, დაამატოს ან მოაკლოს შეკვეთიდან პროდუქცია, ამისთვის საჭიროა დაუკავშირდეს საიტზე საკონტაქტო მონაცემებში მითითებულ, ონლაინ მაღაზიის ცხელ ხაზს. როგორც კი შეკვეთა გადავა სტატუსში „მოგროვების პროცესში“ შეკვეთაში ცვლილებების შეტანა გახდება შეუძლებელი. (სტატუსების ცვლილებას მომხმარებელი ხედავს პირად კაბინეტში, ასევე მას ეგზავნება SMS შეტყობინება).
3.6. საიტზე შეკვეთის გაფორმების შემდეგ, მომხმარებელს ეგზავნება SMS შეტყობინება, პირად კაბინეტში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე. ოპერატორი უკავშირდება და უთანხმებს მიწოდების დროს და სხვა დეტალებს.
3.7. როდესაც გამყიდველი მომხმარებლის შეკვეთას გადასცემს კურიერს, მომხმარებელს ეგზავნება SMS შეტყობინება პირად კაბინეტში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, რომ შეკვეთა გაგზავნილია. ასევე SMS შეტყობინებაში წერია, მიწოდების სავარაუდო თარიღი.
3.8. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება მომხმარებელთან დაკავშირება შეკვეთის გაფორმებიდან 72 საათის განმავლობაში, გამყიდველი იტოვებს უფლებას გააუქმოს აღნიშნული მომხმარებლის შეკვეთა. ამის შესახებ მომხმარებელს ეგზავნება SMS შეტყობინება, პირად კაბინეტში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე. თუ შეკვეთა გადახდილია ონლაინ, გამყიდველი სრულად აბრუნებს თანხას.


4. შეკვეთის გადახდა
4.1. საიტზე პროდუქციის ფასი მითითებულია ლარებში და მოიცავს ფასებს დღგ-ს ჩათვლით.
4.2. საიტზე შესაძლებელია იყოს დაშვებული შეცდომა და რომელიმე პროდუქციის ფასი იყოს არასწორად მითითებული. ასეთ შემთხვევაში, გამყიდველი ამცნობს ამის შესახებ მომხმარებელს და სთავაზობს პროდუქციის რეალურ ფასად შეძენას. თუ მომხმარებელი უარს ამბობს აღნიშნულ პირობებზე, შეკვეთიდან უქმდება კონკრეტული პროდუქცია, ან უქმდება მთელი შეკვეთა. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა 72 საათის განმავლობაში, შეკვეთა ავტომატურად ჩათვლება გაუქმებულად.
4.3. გამყიდველი იტოვებს უფლებას, რომ შეცვალოს პროდუქციის ფასი საიტზე, მაგრამ მომხმარებლის მიერ უკვე შეკვეთილ პროდუქციაზე შეცვლილი ფასები არ აისახება.
4.4. შეკვეთის გადახდა მომხმარებელს შეუძლია ონლაინ, საბანკო ბარათის გამოყენებით, ან კურიერთან ხელზე.
4.5. შეკვეთის გაფორმებისას მიწოდების მეთოდში „თბილისის ოფისიდან გატანა“ - ის მითითების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს შეკვეთა ონლაინ, საბანკო ბარათის გამოყენებით.
4.6. საგადახდო ჩეკის (ან ჩგდ) მომხმარებლისთვის გაცემა, ხდება მხოლოდ შეკვეთის ადგილზე, კურიერთან გადახდისას.
4.7. შეკვეთის გადახდა საბანკო ბარათით.
4.8. საიტზე შეკვეთის გადახდა ხდება ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათით. გადარიცხვას უზრუნველყოფს ბანკი „ქართუს“ ონლაინ გადახდების სისტემა.
4.9. გადახდის ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე იბლოკება შეკვეთის შესაბამისი თანხა. ბანკის მიერ დადგენილი პერიოდის (არაუმეტეს 24 სთ.) მომხმარებლის ანგარიშიდან ხდება დაბლოკილი თანხის გამყიდველის ანგარიშზე გადარიცხვა.
4.10. იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველის საწყობში არ იქნება მომხმარებლის შეკვეთილი რომელიმე პროდუქცია, შეკვეთის თანხა დაკორექტირდება და მომხმარებლის ანგარიშზე დაბლოკილ თანხას ბანკის მიერ ჩამოეჭრება დაკორექტირებული (მხოლოდ არსებული პროდუქციის ღირებულება) თანხა. ამის შესახებ მომხმარებელს მიუვა SMS შეტყობინება.

5. შეკვეთის მიწოდება
5.1. მიწოდების პირობებს არეგულირებს და შემდეგ საიტზე შესაბამის განყოფილებაში ანთავსებს გამყიდველი.
5.2. შეკვეთის მიწოდებას ხდება მთელი საქართველოს მასშტაბით და ხორციელდება 24 - დან 72 საათის განმავლობაში. მიწოდებას ახორციელებს როგორც თვითონ გამყიდველი, ასევე მისი პარტნიორი კურიერული კომპანია.
5.3. მიწოდების მეთოდები, მიწოდების ფასები, მიწოდების სავარაუდო თარიღი მითითებულია საიტზე შეკვეთის გაფორმების და მიწოდების პირობების განყოფილებებში..
5.4. ყოველი შეკვეთის მიწოდების საფასურს ანგარიშობს პროგრამა და მომხმარებელი ხედავს შეკვეთის გაფორმებისას, მიწოდების საფასური დამოკიდებულია პროდუქციის რაოდენობაზე და შეკვეთის თანხაზე, მიწოდების მისამართზე.
5.5. მიწოდების სავარაუდო თარიღი რომელიც შეკვეთაშია მითითებული, შეიძლება შეიცვალოს მომხმარებლის და ონლაინ მაღაზიის ოპერატორის სატელეფონო შეთანხმების საფუძველზე.
5.6. შეკვეთის მიწოდების შეფერხება შესაძლებელია მოხდეს, მხოლოდ გაუთვალისწინებელი შემთხვევების და ფორს-მაჟორის პერიოდში.
5.7. შეკვეთა ბარდება, მომხმარებელს  ან მომხმარებლის მიერ შეკვეთის რეკვიზიტებში მითითებულ მესამე პირს.
5.8. თაღლითობის შემთხვევების თავიდან ასარიდებლად, შეკვეთის მიღებისას გამყიდველის მოსამსახურე კურიერს შეუძლია მოითხოვოს მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი.
5.9. კურიერთან შეკვეთის ჩაბარების მომენტიდან, შეკვეთაში არსებული პროდუქცია გადადის მომხმარებლის საკუთრებაში. შემთხვევითი დანაკლისის, ან პროდუქციის დაზიანების რისკი მთლიანად გადადის მომხმარებელზე.
5.10. გამყდველის ვალდებულება, რომ გადასცეს შეკვეთა მომხმარებელს შესრულებულად ითვლება მას შემდეგ რაც კურიერი ჩააბარებს შეკვეთას მომხმარებელს, ან მომხმარებელი თავად გაიტანს შეკვეთას გამყიდველის საწყობიდან.
5.11. შეკვეთის მიღებისას, მომხმარებელი ვალდებულია კურიერის თანდასწრებით დეტალურად შეამოწმოს პროდუქცია (გარეგნული მხარე, რაოდენობა, კოდების სიზუსტე და სხვ.) და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაიბაროს შეკვეთა.
5.12. შეკვეთის მიღებისას მომხმარებელს შეუძლია უარი თქვას სრული შეკვეთის ჩაბარებაზე, ნაწილ შეკვეთაზე უარის თქმა არ ექვემდებარება შესრულებას.
 
6. პროდუქციის და თანხის დაბრუნება
6.1. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი ვერ ჩაიბარებს შეკვეთილ პროდუქციას, გამყიდველი ვალდებულია დაუბრუნოს გადახდილი თანხა სრულად.
6.2. გამყიდველი ვალდებულია, რომ გაუქმებული ან დაკორექტირებული შეკვეთის თანხა დააბრუნოს შეკვეთის გაუქმებიდან 14 სამუშაო დღის განმავლობაში.
6.3. მომხმარებლის გაუქმებული შეკვეთის თანხის დაბრუნება ხდება მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე.

7. საავტორო უფლებები
7.1. ყველა ტექსტური და გრაფიკული მასალა, რომელიც გამყიდველის საიტზეა განთავსებული, წარმოადგენს გამყიდველის და/ან გამყიდველის პარტნიორი მომწოდებელი კომპანიის საკუთრებას.
 
8. გამყიდველის პასუხისმგებლობები
8.1. გამყიდველი ვალდებულია აკონტროლოს ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მხოლოდ ვადები და ვარგისიანობა. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ ნაყიდი პროდუქციის ვადა შეესაბამება მოცემულ სტანდარტებს და აღნიშნული პროდუქცია მომხმარებელს (ან რომელიმე სხვა პირს) რაიმე სახის ზიანს მიაყენებს (ალერგია, გაღიზიანება და სხვ.), გამყიდველი პასუხს არ აგებს გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში..
8.2. საკუთრების უფლება და შესაძლო ზიანის მიყენების პასუხისმგებლობა მთლიანად გადადის მომხმარებელზე, მომენტიდან როდესაც ჩაიბარებს შეკვეთილ პროდუქციას.
8.3. გამყიდველი პასუხს არ აგებს, მწარმოებლის მიერ პროდუქციაზე დატანებულ აღწერაზე (ინგრედიენტები, წარმომავლობა და სხვ.).
 
9. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
9.1. გამყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის მიერ საიტზე განთავსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება და არ გამოიყენოს ისინი თაღლითური დანიშნულებით.
9.2. საიტზე რეგისტრაციისას და პირად კაბინეტში მომხმარებელი უთითებს შემდეგ ინფორმაციას: სახელი (აუცილებელი) გვარი (მხოლოდ შეკვეთის განთავსებისთვის), ელ.ფოსტა (უცილებელი), პირად კაბინეტში შესასვლელი პაროლი, (აუცილებელი)  მისამართი (მხოლოდ შეკვეთის განთავსებისთვის) დაბადების თარიღი (სურვილისამებრ).
9.3. საიტზე რეგისტრაციისას და პირად კაბინეტში პერსონალური მონაცემების მითითებისას, მომხმარებელი ეთანხმება რომ გამყიდველმა გამოიყენოს მისი პერსონალური მონაცემები პროდუქციის შეთავაზების, სარეკლამო მესიჯების და მესამე პირისთვის გადაცემისთვის (გამყიდველის პარტნიორი კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს რაიმე სახის სერვისს გამყიდველისთვის).
9.4. გამყიდველი მომხმარებლის მონაცემებს იყენებს:
  • საიტზე რეგისტრაციისთვის;
  • მომხმარებლის წინაშე საკუთარი ვალდებულების შესასრულებლად;
  • საიტის ანალიტიკის წარმოებისთვის;
  • მომხმარებლებს შორის წამახალისებელი გათამაშებების და კონკურსების ჩატარებისთვის.
10. დამატებითი შეთანხმება
10.1. გამყიდველი.
10.2. გამყიდველი იტოვებს უფლებას, შეცვალოს საიტზე მითითებული საკონტაქტო მონაცემები, მომხმარებელთან წინასწარი შეთანხმების გარეშე.
10.3. გამყიდველი იტოვებს უფლებას, რომ საიტის გაუმჯობესების მიზნით, მომხმარებელთან შეთანხმების გარეშე აწარმოვოს საიტზე ტექნიკური სამუშაოები..
10.4. თუ შეკვეთის გაფორმების მომენტში მოხდება შეცდომა (თანხა არასწორად დაანგარიშდება, პროდუქცია დააკლდება და სხვ.) გამყიდველი იტოვებს უფლებას, მომხმარებელთან შეთანხმების გარეშე შეიტანოს კორექტირება შევეთაში.
10.5. გამყიდველის და მომხმარებლის ურთიერთობა ექვემდებარება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
10.6. პროდუქციის ან სერვისის შესახებ ნებისმიერი კითხვის/პრეტენზიის გაჩენის შემთხვევაში, მომხმარებელი უკავშირდება გამმყიდველს საიტზე მითითებული საკონტაქტო საშუალებებით. ნებისმიერი სახის კონფლიქტის შემთხვევაში მხარეები ვალდებულნი არიან მოაგვარონ ურთიერთმოლაპარაკების გზით. თუ კონფლიქტი ურთიერთმოლაპარაკების გზით ვერ მოგვარდება დაექვემდებარება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
 
11. ფორს-მაჟორი
11.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ამ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობის გამო, თუ მისი შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, დაუძლეველ ძალად ჩაითვლება სტიქიური უბედურებანი (მიწისძვრა, ხანძარი და სხვა), ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებანი, რომლებიც ცვლიან, აჩერებენ ან წყვეტენ წინამდებარე შეთანხმების დებულებებს, ნებისმიერი ხასიათის საომარი მოქმედებანი და სხვა ამგვარი მოვლენები, რომელთა წარმოშობაზეც შეთანხმებაში მონაწილე მხარეები პასუხს არ აგებენ.
11.2. ფორს-მაჟორული მოვლენა დადასტურებული უნდა იყოს სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ.
11.3. ფორს-მაჟორი არ ათავისუფლებს მხარეებს მისი (ფორს მაჟორის) დასრულების შემდეგ წინამდებარე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებისაგან.
11.4. თუ ფორს-მაჟორი გრძელდება ერთ თვეზე მეტ ხანს, მხარეს უფლება აქვს შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება, შეთანხმების შეწყვეტის მომენტისათვის არსებული ვალდებულებების მთლიანი შესრულებით.
 
12. შეთანხმების მოქმედების ვადა
12.1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის შემდეგ და დასრულებულად ითვლება გამყიდველის მხრიდან ყველა ვალდებულების დასრულების შემდეგ.