გააფორმეთ შეკვეთები და მიიღეთ მისამართზე. ყველა ბრენდი 100% ორიგინალია!
THEBALM
2004 წელს theBalm - ის დამაარსებელი მარისსა შიპმანი (Marissa Shipman) მიხვდა, რომ სილამაზისათვის მხოლოდ რამდენიმე პროდუქტია საჭირო, და რადგან ეს პროდუქტები მისთვის აუცილებელია, ესეიგი სხვა გოგონებსაც სჭირდებათ. მან გადაათვალიერა მთელი ამაზონი და შეიძინა 11 წიგნი მაკიაჟის შესახებ. "ვგიჟდებოდი მაკიაჟზე. დავაარსე კომპანია, დავითვალე ბიუჯეტი, დავიქირავე ქიმიკოსი და შევქმენი საიტი" - იხსენებს მარისა. მან გამაახალგაზრდავებელი ინგრედიენტების, თვალისმომჭრელი პიგმენტების და სასიამოვნო არომატების ინტეგრაცია მოახდინა. ასე შეიქმნა კოსმეტიკური ბრენდი theBalm. დღეს ბალმის კოსმეტიკას უამრავი მომხმარებელი ჰყავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ხარისხიანი და გემოვნებიანი კოსმეტიკის წარმოების ხარჯზე, ბალმი ღირსეულ ადგილს იკავებს ამერიკაში ყველაზე პოპულარული კოსმეტიკური ბრენდების ტოპ ოცეულში. პროდუქცია არ შეიცავს პარაბენებს და არ იტესტება ცხოველებზე. შეფუთულია ბრენდის სახასიათო Pin-up სტილში.

კატეგორია

ბრენდი

მარაგშია

ფერი

ფასი